ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის მერია - სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს - ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება

თბილისის მერია - სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს - ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება

თბილისის მერია, ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით არ იმუშავებს, სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენიც 03:00 საათამდე იმუშავებს და მგზავრებს მოემსახურება.
მათივე ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შობის ღამესაც გახანგრძლივდება და მგზავრებს 03:00 საათამდე მოემსახურება.
„სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს.
გაცნობეთ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი არ გახანგრძლივდება.
როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.