არქივი7 თებერვალი, 2024, 07:42
თბილისის მერია დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს
თბილისის მერია დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯამში დაგეგმილი იყო 200 ასეთი ავტობუსის ყიდვა, თუმცა არასაკმარისი თანხების გამო, 2023 წელს მერიამ მხოლოდ 160 ავტობუსი შეიძინა. მიმდინარე წელს კი თბილისის ავტოპარკს 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი დაემატება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.