თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის გავრცელებული განცხადებით, ინფორმაცია, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, გიორგი მუხიგულაშვილი სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ „გამჭვირვალობის კანონის” საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, ტყუილია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული პიროვნება არ არის და არც ყოფილა „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელი.
მერიამ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია თბილისის მერიის პრესსამსახურში გადაამოწმონ.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „თბილსერვის ჯგუფის” დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ვინმე გიორგი მუხიგულაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ „გამჭვირვალობის კანონის” საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პიროვნება არ არის და არც ყოფილა „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელი, შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება.
გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ მაყურებელს და თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ