არქივი17 აპრილი, 2024, 07:54
თბილისის მერიამ წელს სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება 1.5 მლნ ლარით განსაზღვრა
თბილისის მერიის 2024 წლის ბიუჯეტში სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებისთვის 1,5 მლნ ლარი განისაზღვრა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დრომდე მერიამ სახსრების ენდოპროთეზირება 196 ბენეფიციარს დაუფინანსა.
„2024 წლის ბიუჯეტში ამ პროგრამის დაფინანსებისთვის დაახლოებით 1,5 მლნ ლარი არის გამოყოფილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.