ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის მერიამ, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია

თბილისის მერიამ, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 52 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 2 000 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 26-მა ვეტერანმა, ხოლო 1 000 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 26-მა წევრმა მიიღო (ქვრივი, შრომისუუნარო წევრი).
თბილისის მერიამ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზით იხელმძღვანელა და თანხა ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხა.
9 მაისთან დაკავშირებით, 2024 წელს თანხა 70 პირს ჩაერიცხა, მათგან, 37 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.