თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს

თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა და მშობლებმა, გიმნაზიის წინ აქცია გამართეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: „ჩვენ არ გავჩერდებით“, „ჩვენ ვართ ევროპა“.
აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
როგორც ერთ-ერთი მშობელი განმარტავს, ბავშვების პროტესტი სამართლიანია.
„გუშინ სკოლის დირექტორმა პოზიცია დააფიქსირა. კლასიკური გიმნაზია ყოველთვის იყო ქვეყნის საჯარო სკოლების სახე. ყველა რუსთაველის გამზირზე დგას. მოვუწოდებ ყველა მშობელს, მოქალაქეს, გაიაზრონ ქვეყანაში არსებული ვითარება, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი”, -აღნიშნა მშობელმა თამარ კარტოზიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში