ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტი იწყება

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს (CTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის პოპულაციის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას.
ინიციატივა bp-ს ფინანაური მხარდაჭერით განხორციელდება. კეთილშობილი ირემი საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობაა და, დღეისათვის, გადაშენების კრიტიკულ ზღვარს მყოფი სახეობების კატეგორიაში შედის.
მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კუსიდმა და ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირინა ხანთაძემ მოაწერეს.
ღონისძიებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და bp-ს საგარეოურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოში რუსუდან მეძმარიაშვილი ესწრებოდნენ.
მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, მოხდება თბილისის ეროვნული პარკისთვის კეთილშობილი ირმის სახეობის აღდგენის გეგმის შემუშავება და აღდგენილ სახეობებზე პოტენციური ზეგავლენის დადგენის მიზნით, ტერიტორიის დეტალურად შეფასება და ადგილობრივი ჰაბიტატების იდენტიფიცირება.
კეთილშობილი ირმის კონსერვაცია ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენს. კონსერვაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, თბილისის ეროვნული პარკი ირმის პოპულაციის აღდგენისთვის პრიორიტეტულ ტერიტორიად განისაზღვრა. პარკში კეთილშობილი ირმის დაბრუნება, მათი სხვა ტერიტორიებიდან გადმოყვანის გზითაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენის მიმართულებით და, ამ მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და bp-ს შორის წლებია მჭიდროთანამშრომლობა ჩამოყალიბდა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების გაძლიერების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ეკოტურიზმის პოტენციალის გაზრდის და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობისმიმართულებით.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.