ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის "დინამო" და JAKO სამი წლით

"დინამო თბილისი" მოახლოებულ სეზონს ახალი ტექნიკური პარტნიორით ხვდება. დედაქალაქურ გუნდსა და გერმანულ სპორტული ეკიპირების მწარმოებელ კომპანია Puma-ს შორის თანამშრომლობა დასრულდა. ახალი სეზონიდან კი, თბილისურ კლუბს ასევე გერმანული Jako შემოსავს.
მხარეებს შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა. ხელშეკრულება დინამოს პირველ, მეორე და 19-წლამდე გუნდებს მოიცავს.
Jako-სთან ჩვენი კლუბი წარსულშიც თანამშრომლობდა. "დინამო თბილისი" აღნიშნული კომპანიის სპორტული ეკიპირებით 2001-2009 წლებში ასპარეზობდა.
გერმანული სპორტული ბრენდი ისეთი კლუბების პარტნიორია როგორიცაა - "მაინცი", "შტუტგარტი", "როიალ ანტვერპენი" და ა.შ.
fcdinamo.ge

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.