ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის "დინამოს" 44 წლის ავსტრიელი მწვრთნელი ჩაიბარებს

თბილისის "დინამოს" 44 წლის ავსტრიელი მწვრთნელი ჩაიბარებს
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი 44 წლის ავსტრიელი სპეციალისტი ფერდინანდ ფელდჰოფერი იქნება და მასთან უახლოეს დღეებში 1,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
ის აღნიშნულ პოსტზე ანდრეს კარასკოს შეცვლის, რომელმაც თავის მხრივ უკრაინას მიაშურა და ადგილობრივი პრემიერ ლიგის გუნდის "ჩერკასის" დამრიგებლად დაინიშნა.
რაც შეეხება ფელდჰოფერს, ახალგაზრდა მენეჯერი 2020-2021 წლის სეზონში ავსტრიულ "ვოლფსბერგს" წვრთნიდა, სადაც 2 ქართველი ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე თამაშობდა. იმ სეზონში "ვოლფსბერგი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობდა, ჯგუფიდანაც გავიდა და პლეი-ოფშიც ითამაშა.
2021 წელს ფელდჰოფერმა ვენის "რაპიდი" ჩაიბარა,
2022 წლამდე იმუშავა, შემდეგ გაათავისუფლეს და მას შემდეგ უმუშევარი იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.