თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან რეისები გაუქმდა

ჯორჯიან ეარვეისი ინფორმაციას ავრცელებს.
„მგზავრთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 14 და 15 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო გაუქმებულია.
მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.
ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს