ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის ბიუჯეტი 241 მილიონი ლარით გაიზარდა

საკრებულოს სხდომაზე 2024 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილება განიხილეს, რომლის მიხედვითაც თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 241 034,9 ათასი ლარით გაიზარდა და 2 004 389,6 ათასი ლარი შეადგინა. ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა 2024 წლის 1 იანვრისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების (200 034,9 ათასი ლარი) გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, გაიზარდა სხვა შემოსავლების ნაწილში სანქციები (ჯარიმები და საურავები) – 10 000,0 ათასი ლარით და შემოსავლები კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების ხელშეწყობისთვის – 16 000,0 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები შემოსავლები – 15 000,0 ათასი ლარის ოდენობით (მათ შორის საცხოვრებელი შენობების გაყიდვიდან – 5 000,0 ათასი ლარი, არაწარმოებული აქტივებიდან (მიწა) – 10 000,0 ათასი ლარი).

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.