ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის ახლად არჩეულმა საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას თანხმობა გამოუცხადა

თბილისის ახლად არჩეულმა საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას თანხმობა გამოუცხადა

თბილისის მერვე მოწვევის საკრებულომ თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას თანხმობა გამოუცხადა.
კერძოდ, მათ მხარი დაუჭირეს მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძის დანიშვნას, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბენდელიანის, ანდრია ბასილაიას და კახა აბულაძის დანიშვნას.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ნდობა ასევე გამოუცხადეს გამგებლების კანდიდატურებს და საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს.
სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს წევრებს, თბილისში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტები გააცნო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.