პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის აეროპორტში 10 კილომდე ბუნებრივი თმის პროდუქცია ამოიღეს

თბილისის აეროპორტში 10 კილომდე ბუნებრივი თმის პროდუქცია ამოიღეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს – საბაჟო-გამშვებ პუნქტნ “თბილისის აეროპორტიდან” საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 10 კილოგრამი ბუნებრივი თმის პროდუქცია ამოიღეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, პროდუქცია რამდენიმე ათეულ შეკვრად, ცალ-ცალკე იყო აცმული, რომლის საბაჟო ღირებულებამ ჯამურად 24344,98 ლარი შეადგინა.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.