ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წლის იანვარში 287 637 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის იმავე თვის მონაცემებზე 25%-ით მეტია.
როგორც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia -ში განმარტავენ, ბათუმის აეროპორტი მიმდინარე წლის იანვარში 29 178 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის იმავე თვის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში გასულ წელსაც აღინიშნებოდა მგზავრთნაკადის ზრდა. ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთა ნაკადის კუთხით, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, ავიაკომპანია wizz Air -ით 1,5 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა.
წყარო:avia.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.