ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისიდან სტეფანწმინდამდე მგზავრობის დრო 1.45 საათამდე შემცირდება - როდის დასრულდება ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობა

თბილისიდან სტეფანწმინდამდე მგზავრობის დრო 1.45 საათამდე შემცირდება - როდის დასრულდება ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობა

ქვეშეთი-კობის გზაზე 23-კილომეტრიანი მონაკვეთი შენდება. ეწყობა ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, აშენდება 5 ხიდი და 5 გვირაბი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 ხიდს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის გახსნის შემდეგ კობის მიმართულებით ზამთარში მოძრაობა აღარ შეიზღუდება. ასევე, ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა საჭირო სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლებს, მგზავრობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
გადაადგილებისთვის საჭირო დრო საგრძნობლად შემცირდება: ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი, ხოლო თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას, 2 საათის ნაცვლად, 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება, თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი, 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი.
მშენებლობა ეტაპობრივად დასრულდება - ნაწილი 2025 წელს, ნაწილი კი 2026 წლის განმავლობაში.
bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.