თბილისიდან ანტალიის მიმართულებით რეისს 12 საათზე მეტია ელიან მგზავრები
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც 200-ზე მეტი მგზავრი ანტალიის მიმართულებით გაფრენას 12 საათზე მეტია ელის.
ავიაკომპანია „სან ექსპრესის“ კუთვნილი რეისი თბილისიდან ანტალიის მიმართულებით 23 ივნისს, გამთენიისას უნდა გაფრენილიყო, თუმცა, მგზავრებს, ამ დრომდე არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, როდის მოახერხებენ გაფრენას.
კომპანია „სან ექსპრესის“ წარმომადგენელი ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეძებენ ახალ ეკიპაჟს, რომელიც ანტალიის მიმართულებით რეისს შეასრულებს.
რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებას კომპანიის წარმომადგენელი არ პასუხობს.
მგზავრებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.