ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„თბილისერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე დავით ფაჩულიას გიორგი პაპავა შეცვლის, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტს თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს

„თბილისერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე დავით ფაჩულიას გიორგი პაპავა შეცვლის, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტს თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „თბილისერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე დავით ფაჩულიას გიორგი პაპავა შეცვლის, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტს თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს.
აღნიშნულ საკადრო ცვლილებებზე კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„გვაქვს გარკვეული საკადრო ცვლილება. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობა დატოვა დავით ფაჩულიამ, რომელმაც ბევრი სასიკეთო ცვლილება გაატარა ამ პოზიციაზე ყოფნის დროს. მინდა, მას მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო სამომავლო საქმიანობაში!
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე კი მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი პაპავა, რომელიც წლებია მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე. გიორგი პროფესიით იურისტი, სამართალმცოდნეა. იგი ბოლო 2 წლის განმავლობაში, თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, მანამდე რამდენიმე წელი იყო შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი. უფრო ადრე მუშაობდა ენერგეტიკის სფეროში, იუსტიციის სამინისტროში და ა.შ. სადაც იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს. ეს ადამიანი არის კარგი იურისტი, კარგი მენეჯერი და ვფიქრობთ, ახალ პოზიციაზე მისი საქმიანობა იქნება ეფექტიანი.
რაც შეეხება თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას, იგი დაიკავა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ყოფილმა დირექტორმა თამაზ ალიბეგაშვილმა. იგი ბიზნეს ტექნოლოგიების მაგისტრია. აქვს თბილისის განვითარების ფონდში მუშაობის გამოცდილებაც, რადგან ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. ვფიქრობ, ის წარმატებით გაართმევს თავს ამ თანამდებობას.
ორივეს ვუსურვებ წარმატებას და ნაყოფიერ საქმიანობას!“,- განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.