ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის – პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე

თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის – პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე

თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის – პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე
საქართველოს პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის ძალადობრივ გეგმებს გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამოეხმაურა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია თარიღებით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, რადგან ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოიყვანონ.
„31 მარტს, ჩემი არჩევნების დროს რას აპირებდნენ?! რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ. სინამდვილეში კი არ აპირებდნენ, საზოგადოებას, (რომლებიც ჩვენ გვეძახის მონას), ის ვერ გაუთვალისწინებია, როგორ შეურაცხყოფას აყენებს ეს ხალხი [ოპოზიცია] მუდმივად ამ თარიღების გამოცხადებით და დაპირებით, რომ რაღაცას შეძლებენ. ამიტომაც არის, რომ 800 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 5 ათასი ადამიანი გამოდის. თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ აღარ გამოდის ეს ხალხი და იბადება კითხვა – რატომ, ვინ ატყუებს ამ ხალხს? საკუთარ თავში უნდა ჩაიხედონ და შეხედონ იმ სიყალბეს, თუ ვინ ატყუებს მათ და მერე გამობრძანდნენ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება. ფოფხაძემ ასევე ისაუბრა 26 მაისის რადიკალიზაციის დროს შესაძლო მსხვერპლზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.