ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თან სამხედრო ექსპერტი იყო, თან “იუთუბერობდა” და თან სექსუალური ორგიებით ერთობოდა თუ კომპრომატებად იყენებდა?!

თან სამხედრო ექსპერტი იყო, თან “იუთუბერობდა” და თან სექსუალური ორგიებით ერთობოდა თუ კომპრომატებად იყენებდა?!
„ადამიანის ბინძურ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს?! – სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ეს საქმე“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულებმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.
ზურაბ ქადაგიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩამდენი პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.
„ეს რა სიმახინჯეები მოვისმინეთ, რა უბედურებაა?! ადამიანის ბინძურ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს?! თან სამხედრო ექსპერტი იყო, თან “იუთუბერობდა” და თან ერთობოდა სექსუალური ორგიებით თუ კომპრომატებად იყენებდა?! სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ეს საქმე და დამნაშავე უმკაცრესად იქნას დასჯილი, რომ არავის აზრად აღარ მოუვიდეს ასეთი სიმახინჯეების ჩადენის სურვილი!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.