ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თანასოფლელმა 73 წლის კაცი თავში დაჭრა - "პირველებისთვის" ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

თანასოფლელმა 73 წლის კაცი თავში დაჭრა - "პირველებისთვის" ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

ზუგდიდში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 4 აპრილს, დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როცა ბრალდებული თანასოფლელთან ერთად მდინარე ენგურზე სათევზაოდ იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მამუკა მანიამ 73 წლის კაცს თავის არეში დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.