ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტისტერიუმი 17” გაიხსნა

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტისტერიუმი 17” გაიხსნა

მზიურის პარკში მდებარე თანამედროვე ხელოვნების სივრცე „კუბი კონტექსტში“ ფესტივალი „არტისტერიუმი 17“ გაიხსნა.
არტისტერიუმის თემა წელს სახელოვნებო განათლებაა, რომელიც კუბში პროექტის – „განათლების ხელოვნება: მულტიმედიური ვორქშოფები“, სახით ხორციელდება.
განსხვავებული ასაკისა და ჯგუფების მონაწილეები სახელოვნებო განათლების თემაზე მულტიმედიური მეთოდებით, არაფორმალურ გარემოში იმუშავებენ.
დაგეგმილი ვორქშოფების მიმართულებებია: სახვითი ხელოვნება, პერფორმანსი, ვიდეო, ხმა, ინსტალაცია, ტექსტი, მდგრადი ხელოვნების პრაქტიკა. შექმნილი ნამუშევრების უმრავლესობა კუბის გალერეაში და პარკში გამოიფინება. ერთი მათგანი კი ღია ცის ქვეშ, ხანგრძლივად დარჩება მზიურში.
ფესტივალის მონაწილეები არიან: ვატო წერეთელი, კრიშტოფ ფრანაჩეკ (პოლონეთი), მამუკა სამხარაძე, ალეკო ცაბაძე, ანა კორძაია სამადაშვილი, გოჩა ჟღენტი, ვატო მამუკა ჯაფარიძე, ნინო მაღლაკელიძე, ნინუცა გაბისონია და ბაჩი ვალიშვილი, სოფია ლაპიაშვილი.
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი არტისტერიუმი 17 სოციალურ საწარმოსთან „კუბი კონტექსტში“ პარტნიორობით, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის და პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით იმართება.
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტისტერიუმი 17” 10 ოქტომბრამდე გასტანს.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.