ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამრიკო ჭოხონელიძე: თითოეულ ბავშვს და მათ მშობლებს მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუხატო და ვუთხრა - მიგულეთ თქვენს გვერდით!

თამრიკო ჭოხონელიძე: თითოეულ ბავშვს და მათ მშობლებს მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუხატო და ვუთხრა - მიგულეთ თქვენს გვერდით!

თამრიკო ჭოხონელიძე:

როგორც დედა და როგორც ამქვეყნის მოქალაქე არ შემიძლია ჩუმად ვიყო მაშინ, როცა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების გარეშე დარჩენილი ბავშვები არიან და დედებთან ერთად დახმარებას ითხოვენ -,,მინდა დედას ჩავეხუტო და არ შემიძლია...", ,,მინდა ვიცოცხლო და დამეხმარეთ"... და რამდენი ასეთი სულისშემძვრელი ფრაზა... და ეს სიტყვები ბავშვებს ეკუთვნის!!! დღეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ხმა ავიმაღლოთ მათთვის! რადგან როცა ბავშვებს ვტოვებთ უყურადღებოდ-ვკარგავთ მომავალს! თითოეულ ბავშვს და მათ მშობლებს მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუხატო და ვუთხრა-მიგულეთ თქვენს გვერდით! გავკადნიერდები და გთხოვთ ყველას, განსაკუთრებით ქალბატონებს-დედებო, ბებიებო ნუ ვიქნებით გულგრილნი! აქ მაინც ვიყოთ ერთად!

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.