არქივი10 ოქტომბერი 2025, 15:36
თამო კეშელავა: 3 რამ, რაც პაატა იმნაძემ არ იცის

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
3 რამ, რაც პაატა იმნაძემ არ იცის:
1. როგორ ცხოვრობს მილიონნახევრიან "ბაითში"
2. გოგი ჩახუნაშვილის დაკავება
3. რა არის სინდისი.
კითხეთ ფულზე, ხალხო, ფულის შოვნაზე...
ექიმი, თანადგომა და სამართალი და ეგეთები საიდან უნდა იცოდეს?
ცნობისათვის:
“არ ვიცი, არ ვარ საქმის კურსში, გენაცვალე” – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “მთავარის” კითხვას ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავების შესახებ.
გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ, განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზებით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ საცხოვრებელი სახლში დააკავეს.
შეგახსნებთ, 2020 წლის დეკემბერში გამოცემამ "ახალი თაობა" გამოაქვეყნა სტატია: "ვინ აჩუქა პაატა იმნაძეს მილიონნახევრიანი ბინა?! ".
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.