ჟურნალისტი თამო კეშელავა:
რეზინის ხელთათმანმა გაგფაქტა პენიტენციური.
პენიტენციურმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 10 ბადრაგია ერთ საკანში, ერთ პატიმართან და ამ ათიდან 5 ლამის თავზე აზის უკვე პირქვედამხობილს და თვლის, რომ ეს ნორმალური ვიდეოა, კარგია და ასე უნდა იყოს.
მეტიც, სახალხო დამცველმა ნახაო და თქვაო, ოკეიაო, კიო, – აცხადებს პენიტენციური და მართალია, სახალხო დამცველი? საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia
ჩვენო მეტალოდეტექტორით შევამოწმეთო და თუ მხოლოდ დეტექტორი გამოიყენეთ, მაგ 10 ბადრაგიდან ერთს რეზინის ხელთათმანები რატომ უკეთია? იმას თან, ვისაც არ ქონდა დეტექტორი.
ვერ იტყვი ასეთი წესიაო, მაშინ დანარჩენ ცხრას რატომ არ უკეთია?
როგორც წესი, რეზინის ხელთათმანებს უკეთებენ იმას, ვინც ხელით ჩხრეკს და თავადვე წერთ, ხელით ჩხრეკა არ იყო საჭიროო და რატომ უკეთია?
რა ევალებოდა მაგ ხელთათმანიან ტიპს?
სწორედ ეს რეზინისხელთათმანებია გადამხობილი პატიმარს, სანამ ის დეტექტორიანი ტიპი საკანში დააბოტებს და ამ დეტექტორს აქეთ–იქეთ იქნევს ჰაერში.
10 კაციდან ერთს უკეთია რეზინის ხელთათმანი, პატიმარი გადაამხეთ, ზედ გადააწვა ეს რეზინის ხელთათმანიანი და დანარჩენები ზემოდან, გარშემო დაასხდნენ და ახლა გინდა ეგ კამერა იყოს მანდ და გინდა – არა.
თუმცა, მადლობა ვიდეოსთვის – შესაძლებლობა რომ გქონდათ – გამოჩნდა მაგ თქვენივე ვიდეოში კარგად.
მით უფრო, როცა პატიმარი სპორტულ ტანსაცმელში იყო.
ანუ, დანაშაულის ჩადენის მოტივზე პატიმარი საუბრობს, შესაძლებლობა რომ გქონდათ ამ დანაშაულის ჩადენის, თქვენივე ვიდეოდან ჩანს და სახალხო დამცველმა რაო?
ან დეტექტორით როგორ გაჩხრიკეთ, როცა პირქვე გადაამხეთ?
მშვენივრად გააკავა ერთმაც კი გადამხობამდე, ჩანს ეგაც თქვენივე ვიდეოში და თუ დეტექტორით გინდოდათ ჩხრეკა, მეორე დაეხმარებოდა, მაქსიმუმ და როგორც წესი და რიგია, ისე გაჩხრეკდით, ფეხზე დამდგარს ამ დეტექტორით, პირიქით, ფეხზე დამდგარს ბევრად სწრაფად, მარტივად და ზედმიწევნით შეამოწმებდით ელექტროდეტექტორით.
გადამხობა, იმ რეზინისხელთათმანიანი კაცის ზემოდან გადაწოლა უცნაურად, მაშინ, როცა ხელებსაც კი სხვა უკავებდა, და ეს გარშემორტმა რა ჯანდაბად დაგჭირდათ, თუ ძალადობა არ იგეგმებოდა?
და კიდევ უარესი – აქ თუ იყო ძალადობა, დაგეგმვის გარეშე – არ მოხდებოდა. 10 ბადრაგიდან, იმ ერთს წინასწარ ეკეთა ის რეზინის ხელთათმანი და მიუხედავად იმისა, რომ ერთმაც კი გააკავა, ფეხზე მდგომი, მეორე ეხმარება მხოლოდ იმიტომ რომ გადაამხონ. ეს ვერ და არ მოხდებოდა სპონტანურად.
და თუ ეს არ იყო სპონტანური და იყო დაგეგმილი, შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა პირველი შემთხვევა, ხომ? სისტემურია გამოდის?
თანაც იმდენად შესისხლხორცებული მეთოდია, როგორც ჩანს, რომ პენიტენციური თავად აქვეყნებს ვიდეოს და ამტკიცებს, ეს კარგიაო, მოსაწონიაოაო, ასე უნდა იყოსო.
ირმა ინაშვილიც კი ამბობს, რომ დიახ, 2014 წლიდან ესმის ამ ციხეში პატიმართა წამებაზე ისტორიები.
არა, ამ ამბავს მხოლოდ ციხის დირექტორის გადადგომა არ უშველის!




