თამო კეშელავა: “მოჟნო”, ქოცებო, “მოჟნო” აი, სამოქალაქო პოზიცია რომ არ გაქვთ, ეგ არ “მოჟნო”

“ხომ გეგონათ, რომ ქოცები ბიძინას ჭკუაზე დადიოდნენ?
ნწ.
თურმე, მე მეკითხებიან:)
მე, ვისაც მრცხვენია კიდეც ჩემი პოზიტივის ამ საშინელებებით სავსე დღეებში…
ვისაც, დღეში ათობით ადამიანი მეკითხება, რა მაძლევს იმედის იმედს:)
“მოჟნო”, ქოცებო, “მოჟნო”
აი, სამოქალაქო პოზიცია რომ არ გაქვთ, ეგ არ “მოჟნო”
აი, რუსეთში არ მივყავართ ბიძინასო, რომ იტყუებით, თითქოს ვერ ხედავდეთ, ეგ არ “მოჟნო”
რაკი მეკითხებით, ალბათ, დამიჯერებთ კიდეც.
აქამდე გეკითხათ და აქამდე დაგეჯერებიათ, ქვეყანას იზოლაციამდე და დაქცევამდე არ მიიყვანდით, ახალგაზრდების ცემაში, ძალადობაში, წამებაში არ გექნებოდათ ხელი გასვრილი.
მეტი საქმე არ გაქვთ თქვენ ჩემს “მოჟნაზე” დადიოდეთ, ნარატივი გაქვთ ასეთი, ჩვენ მშვიდობა არ გვინდა, სიხარული გვწყინს, სიყვარული არ შეგვიძლია, და ამიტომ ვერ ვხედავთ აყვავებულ ქვეყანას, თორე…
არადა, მშვიდობა, სიყვარული, ბედნიერება რომ გვინდა ჩვენი და თქვენი, მაგიტომ გვეომებით.
არადა, ლამის 3 თვე გავიდა და ყველაზე ძალადობრივი პირბადე ამოიღეთ, ლაზერი და პლედი.
გავიმარჯვებთ სახელოვნად, ქოცებო!
ამის მჯერა ისე, ძილში რომ მკითხო და გეტყვი!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს