ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ინკვიზიციას დააბრუნებს მალე.
შიო მესამემ დღეს უკვე მთლიანად მედიცინის წინააღმდეგ იქადაგა და ადამიანი რომ კვდება, მის გადარჩენას ნუ ცდილობთო – განაცხადა, ეგა წამებააო.
გლოვა კიდე უღმერთოებააო. უნდა გიხაროდეთო.
არ ვიცი ეს რა ლეველის უნამუსობაა და მტრობა – ანუ, ილია მეორე ვაწამეთ კლინიკაში?
და რომ იგლოვა ერმა – მთელი ერი უღმერთოა?
მედიცინასთან ერთი ომი ქონდა უკვე ეკლესიას და წააგო, შევახსენებ. ამ ომში, ათასობით უდანაშაულო ადამიანი შეიწირა ეკლესიამ და დღემდე უდიდესი შავი ლაქაა, მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეებია მას მერე გასული.
ამდენად უკან დახიო ქართული ეკლესია ასე მოკლე დროში – ამის მოხერხებას შიოც კი თუ შეეძლეო, არ მეგონა გულწრფელად. ასე მოკლე დროში, ნაღდად არ ველოდი.




