ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამო კეშელავა: ესენი ამბობენ, შეგვიძლია, ნაკრების ნახევარს ჩვენი მხარდამჭერი პოსტები დავაწერინოთო – ვუბრძანოთო, მოვთხოვოთო, დავაჩმოროთო...

"ბიჭებმა მოედანი სახით მოხნეს მართლა და ესენი ამბობენ, შეგვიძლია, ნაკრების ნახევარს ჩვენი მხარდამჭერი პოსტები დავაწერინოთო – ვუბრძანოთო, მოვთხოვოთო, დავაჩმოროთო...
რას ნიშნავს, დავაწერინო?
კარნახით წერის გაკვეთილზე არიან?
თავად არ იციან, როდის რა უნდა დაწერონ?
მდინარაძის და კობახიძის დაჩმორებული ნაკრები თამაშს ვერ მოიგებს...
ზოგადად, დაჩმორებული, ბრძანებას ბრმადდამორჩილებული ადამიანი ვერაფერს მოიგებს.
მდინარაძის დასაჩმორებელი ბიჭებისთვის არ გადაგვივსია მოედანი, კობახიძის დასაჩმორებელი ბიჭებისთვის არ გვიმღერია გაბმით – საქართველოს გაუმარჯოს.
დააჩმორეთ ერთმანეთი!
მიუხედავად იმისა, რომ ეს მეორედ შემოგლიჯინება არ დასრულებულა ჯერ, უკვე 2–0–ია, დაუჩმორებელი ხალხის სასარგებლოდ!
და ხო, ამ ხალხში, ზოგი ფეხბურთს თამაშობს, ზოგი მღერის, ზოგი მსახიობია, ზოგი გლეხი, ზოგი წერს, ზოგი კითხულობს, ზოგი ექიმია, ზოგი მასწავლებელი, ზოგი მოსწავლე და ა.შ.
მა, სხვანაირად, როგორ?
ზღაპრის ბოლო კეთილია ისედაც, ეგ რა სიახლეა?
გაუმარჯოს, გაუმარჯოს, ჩვენ ქვეყანას გაუმარჯოს!" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.