თამო კეშელავა: და იქ არავინ იკითხა, არავინ, არავინ, სიცოცხლე არაა საჭიროო?

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ამნისტიაზე რა ვქნათო და მოდი, ისეთი ამნისტია გავაკეთოთ, ციხიდან რომ არავინ გამოვიდესო და ეგ როგორო და მოდი, მთვრალ მძღოლებს მართვის მოწმობა დავუბრუნოთ, თან 20 000 –მდე პირს აქვს ჩამორთმეულიო.
და ეგ როგორ “გავაპრავოთო”?
ვთქვათ, რომ საქმეზე სჭირდებათ მანქანის ტარებაო.
და იქ არავინ იკითხა, არავინ, არავინ, სიცოცხლე არაა საჭიროო?
ან, უარესი, იკითხა და უპასუხეს, – არაო!
შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა აღუდგება იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას – პირს მართვის მოწმობის უფლება იმ მომენტიდან აღუდგება, როცა წარადგენს დასკვნას, რომ აღარ არის ნარკოტიკების მომხმარებელი. სტატისტიკური მიხედვით, დღეის მდგომარეობით შეჩერებულია 35 445 მართვის მოწმობა

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია