ჟურნალისტი თამო კეშელავა:
გორში, პოლიციის მიერ ნაცემი ბიჭიც თუ ვერ გადავარჩინეთ ციხეს და მართლა არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ მერე…
შსს ამტკიცებს ასეთ სიბრიყვეს: ეზოში იყო ეს ბიჭი, პოლიციის მანქანამ რომ მიაჭრა და ლამის გადაუარა და ხომ კითხა, ასე რატომ დადიოდნენ, თან ეზოში და შსს ამტკიცებს, რომ საბუთების გადამოწმება უნდოდათო. ანუ ეზოში გიჟივით შეაჭრეს საბუთების გადასამოწმებლად და კინაღამ გაიტანეს კაცი.
ამ ეკიპაჟში 3 წევრი იყო.
ანუ, სამი პოლიციელი გადავიდაო და მოითხოვა საბუთებიო და უცებ, ეს კაცი გახდა აგრესიულიო.
გახდებოდა, ბიძია, კინაღამ დაარტყით და მერე იქეთ მოსთხოვეთ საბუთები, ბოდიშის ნაცვლად. მეც ეგრე მომექცა პოლიცია, როცა კინაღამ გამიტანა ქუჩაში! და ვიცი, რამდენად შეურაცხმყოფელია ეგეთი “ბეზპრიძელი”.
ნახეთ ახლა, რომ გახდა აგრესიულიო, ამის მერეო, ადგა და პოლიციელს ჩაარტყა ქვაო. თუ გახდა აგრესიული, სამივე პოლიციელი უნდა ცდილობდეს უკვე მის დაკავებას, მაგრამ არა, სამივეს უსხლტება, ეძებს ქვას, პოულობს და მერე ამ ქვის ჩარტყმასაც ახერხებს, თურმე.
ანუ, ეს სამი პოლიციელი, შსს–მ ხელთუპყარიაო, პრაქტიკულად, უუნაროო. წარმოიდგინეთ, ყაჩაღი რომ დახვედროდათ იარაღით, თავს დაახოცინებდნენ, დაჭერის ნაცვლად, ხომ?
არადა, იგივე პოლიციელები მერე გამეტებით ცემენ ამ კაცს და არ ჩანან ეგეთი უუნაროები ცუდ საქმეში, აშკარად!
გაიტაცეს ორი ადამიანი, წაიყვანეს, შური იძიეს და აწამეს! მაშინ, ძალის გადამეტებით რატომ არიან დაკავებულნი პოლიციელები?
იცითო, ეს პოლიციელიო, ქვა რომ მოხვდაო, ახლაც კლინიკაში გადის ინტენსიურ მკურნალობასო.
10 კაცი ცემდა პირს, საშინლად ნაცემია, წაქცეულს ურტყამდნენ გამეტებით და მეორე დილით გამოაგდეთ კლინიკიდან და სამი პოლიციელი, თურმე, ერთ მოქალაქეს ვერ უმკლავდება და ქვას უშვერს თავს, ვერ ირიდებს და კიდევ ინტენსიურად მკურნალობენ – ოკეი, გვაჩვენეთ, დაზარალებული პოლიციელი.
ხომ იცით ხოლმე თქმა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეო?
გადადგა ქვეყანა ჭკუიდან, ქოცებიც კი აღშფოთდნენ, მეტი რა ინტერესი გინდათ?
გვაჩვენეთ დაზარალებული პოლიციელი!
და თუ არაა ნაცემი, ნუ გაიგდებთ და თქვენ ნუ გალახავთ, 24 საათის წინანდელი და ახალი ნაცემი – განსხვავდება და მივხვდებით მაინც.




