ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამთა მიქელაძე განმარტავს, რას ნიშნავს ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება

თამთა მიქელაძე განმარტავს, რას ნიშნავს ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე განმარტავს, რას ნიშნავს ეუთოს მიერ "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება.
"მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად საერთაშორისო აქტორების მხრიდან და საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია უკვე ძალიან მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგში (რუსეთის, ბელორუსი) ხდება.
უფრო ზუსტად, მოსკოვის მექანიზმი არის ეუთოს (OSCE) ადამიანის განზომილების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და იშვიათად გამოყენებადი ინსტრუმენტი, რომელიც ამოქმედდება მაშინ, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და შეშფოთებას იწვევს. ის წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ სიგნალს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად ირღვევა, შიდა და ტრადიციული მონიტორინგისა და ანგარიშალდებულების მექანიზმები არ ყოფნის კრიზისს და საჭიროებს გადაუდებელ საერთაშორისო ჩარევას.
მნიშვნელოვანია, რომ ამ მექანიზმის გამოყენებას არ სჭირდება ხელისუფლების თანხმობა, რაც თავისთავად მიუთითებს საერთაშორისო ნდობის სერიოზულ დეფიციტზე.
ცხადია, ეს მექანიზმი საბოლოოდ გააძლიერებს მონიტორინგს და ზედამხედველობს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში და რაც ყველაზე მნიშნელოვანია ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ მიღებული დასკვნები გავლენას მოახდენს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და ოფიციალურ ხედვაზე საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სფეროში", - წერს ის Facebook-ზე.
***

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.