თამთა მეგრელიშვილი საქველმოქმედო აქცია-კონცერტს ეხმიანება: ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი რომელიც…

„ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საქველმოქმედო აქცია-კონცერტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის რევოლუციის დამკვეთთა მიერ გადმოგზავნილი ფულის დემონსტრირება ხელისუფლებისადმი გზავნილით – ჩვენი პატრონები მიესალმებიან თქვენს ჩანაცვლებას ჩვენით.

მეგრელიშვილის თქმით, დიდი შეცდომაა ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ღირსების აბუჩად აგდება, უხერხულია კონცერტის (თანაც უხარისხოს)შეთავაზება მათი გარეთ გამოსვლის საბაბით.

„სახელწოდებით -აქცია კონცერტი ფუნქციურად- კონცერტი მიზანი- ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისათვის დაკავებულთა ჯარიმის თანხის შეგროვება და ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი რომელიც გათვლილია ფერადი რევოლუციისათვის ნიადაგის შესამზადებლად. ეს არის რევოლუციის დამკვეთთა მიერ გადმოგზავნილი ფულის დემონსტრირება ხელისუფლებისადმი გზავნილით- ჩვენი პატრონები მიესალმებიან თქვენს ჩანაცვლებას ჩვენით. ეს არის პოლიტიკური რეპეტიცია 26 ოქტომბრის ღამის და შემდგომი დღეების. და მაინც, დიდი შეცდომაა ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ღირსების აბუჩად აგდება, უხერხულია კონცერტის (თანაც უხარისხოს)შეთავაზება მათი გარეთ გამოსვლის საბაბით. 26 ოქტომბერს ხალხი საკუთარ სათქმელს ყოველგვარი ფულისა და კონცერტის გარეშე გეტყვით”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია