ოპოზიციაზე: ცდილობენ ილია მეორე და მეუფე შიო, ერთმანეთისგან ხელოვნურად გამიჯნონ და დამოუკიდებელ, ურთიერთსაწინააღმდეგო პერსონებად წარმოაჩინონ

თუ გიყვარს ილია მეორე, შეუძლებელია აძაგებდე შიოს. მიზეზი ძალიან მარტივია, თავად ილია მეორემ, სიცოცხლეშივე მკაფიოდ მიანიშნა, რომ მისი ნდობა, მისი ხმა და მისი სიმპათიები შიო მუჯირს ეკუთვნოდა – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს ილია მეორე და მეუფე შიო, ერთმანეთისგან ხელოვნურად გამიჯნონ და დამოუკიდებელ, ურთიერთსაწინააღმდეგო პერსონებად წარმოაჩინონ.
„ თუ გიყვარს ილია მეორე, შეუძლებელია აძაგებდე შიოს. მიზეზი ძალიან მარტივია, თავად ილია მეორემ, სიცოცხლეშივე მკაფიოდ მიანიშნა, რომ მისი ნდობა, მისი ხმა და მისი სიმპათიები შიო მუჯირს ეკუთვნოდა.
სწორედ შიო იყო ის სასულიერო პირი, რომელსაც პატრიარქი ხედავდა ღირსეულ მწყემსად, მზადმყოფს ეკლესიის წინამძღოლის მძიმე ტვირთის სატარებლად.
ოპოზიცია, რომელიც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ყველა თემით სპეკულირებს, დღეს ილია მეორისა და მეუფე შიოს ურთიერთობის დამახინჯებულ ვერსიას ირჩევს.
ისინი ცდილობენ ილია მეორე და მეუფე შიო, ეს ორი ფიგურა ერთმანეთისგან ხელოვნურად გამიჯნონ და დამოუკიდებელ, თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგო პერსონებად წარმოაჩინონ.
ოპოზიცია ცდილობს დაამტკიცოს, რომ მათ ილია მეორე უყვართ, ხოლო შიო არა, რადგან ის არ იმსახურებს პატრიარქის ტახტს.
მეუფე შიო არის პატრიარქის არჩევანი,
რაზეც მეტყველებს სინოდის 2018 წლის 21 ივნისის დადგენილება, რითაც მიტროპოლიტი გამოცხადდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ.
მეუფე შიოს, პატრიარქის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც აქვს პატრიარქის ერთი ხმა- იყოს პატრიარქი და ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის!“ – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ოდიშარია ფილმზე – „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“: ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ პარალიმპიელთა ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის

პრემიერი – 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას