ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამაშდამოკიდებულთა რიცხვი ნორმაზე 6-7-ჯერ მაღალია, მოზარდების 10% ამბობს, რომ თამაშს მშობლები უფინანსებენ – UNICEF-ის ექსპერტი

თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია – განცხადება ამის შესახებ UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ, განათლების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ თემატური მოკვლევის ანგარიშს ისმენენ.
მოკვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა.
გუგა ბესელია:
“დათვლილია საშუალო მონაცემი, მოსახლეობის თუ რა პროცენტია ნორმა, რომ თამაშდამოკიდებული იყოს. ეს პროცენტი მერყეობს 2-დან 2.5 %-მდე. ჩვენთან ეს მონაცემი ოფიციალური არ არის, მაგრამ იმ კვლევებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით არსებობს, ეს რიცხვი საკმაოდ გაზრდილია და დიდ გადახვევას წარმოადგენს ნორმიდან. ჩვენი ვარაუდით დაახლოებით, 15% -ს მაინც წარმოადგენს მოსახლეობის, რაც ნორმიდან 6-7-ჯერ გადახვევაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესი უფრო მეტად შეზღუდულია, ვიდრე ვთქვათ, ბრიტანეთში, ბრიტანეთში მოთამაშეთა მონაცემები 2-დან 2.5% – მდე მერყეობს და ნორმის ფარგლებშია.
ამ 10 %-ის მშობელმა იცის, თუ რისთვის აძლევს ფულს თავის შვილს და მოტივაცია ისაა, რომ თვლის, რომ ამ მოქმედებით მისი შვილი უფრო დაცული იქნება, ვიდრე ვთქვათ, გავიდეს გარეთ და ითამაშოს ფეხბურთი, ან სხვა რამ. ურჩევნია თავის შვილი იჯდეს სახლში და პოკერს თამაშობდეს.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.