არქივი18 ნოემბერი, 2024, 02:07
თამარ ჩხეიძე: მთელ ამ ბოდიშობანა-მოლაპარაკებების საქმეში მთავარი რუსეთის, როგორც აგრესორის გამართლება და საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელად ცნობაა

"გულუბყვილობაა იმის დაჯერება, რომ აფხაზეთში კლანური დაჯგუფებების გათამაშებული თუ თუნდაც ნაწილობრივ რეალობაზე დამყარებული თამაშები ოკუპანტის მიერ არაა მართული. რაც მთავარია, ეს ამბები ხომ პირდაპირ ჯდება რუსეთის მიერ თავისი ქართველი მარიონეტებისთვის კატეგორიულად მოთხოვნილ ახალი რეალობების ცნობასთან.
ფონი იქმნება ორ სახელმწიფოდ ცნობისათვის და სრულიად დროებითი ეფემერული კავშირის გაფორმებისთვის. მთელ ამ ბოდიშობანა-მოლაპარაკებების საქმეში მთავარი რუსეთის, როგორც აგრესორის გამართლება და საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელად ცნობაა", წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.