თამარ ჩხეიძე: ის, რაც გუშინ ზურა ჯაფარიძის (ადრე ოქრუაშვილის) მიმართ მოხდა, ამის დასახასიათებლად ისეთი სიტყვების გამოყენება როგორიცაა “აღმაშფოთებელი და უკანონო ” უფერულიც კია!

“ჩვენი ფასადური დემოკრატია რომ სანატრელი გახდა და ტოტალიტარიზმისკენ სწრაფად მოძრავ ავტორიტარიზმად გარდაიქმნა, ეს უკვე კარგა ხანია ვიცით. მართალია იმედია, რომ ქართული საზოგადოება და დემოკრატიული მსოფლიო, ეპოქა და მისი თავისებურებები თავისას იზამს და მთლად 37 წლის დადგომას ვერ შეძლებს რუსულ ქოცური დაჯგუფება, თუმც ამ ფენომენის აშკარა ნიშნების გამოკვეთა თურმე ჩვენს დროშიც შესაძლებელი ყოფილა!
ამ ბოლო დროს ქოცებმა პოლიტიკური რეპრესიების ისეთი ნიუ ჰაუ შემოიღეს, რომ ამ სფეროში გარკვეული თვალსაზრისით 30 იან წლებსაც გაუსწრეს: თუკი მაშინ აბსურდული ბრალდება მაინც არსებობდა, მაგალითად გვირაბის გათხრა ლონდონამდე და ა..შ. ახლა საქმე ფრიად გამარტივდა- პარტიების და საერთოდ პოლიტიკური ოპონენტების წინასწარ ანონსირებული რეპრესიების ძალიან მარტივი სქემა შემუშავდა. საქმის ფალსიფიკაცია შეკერვას მაინც რაღაც წინასწარი სამუშაოების ჩატარება ჭირდება, ახლა ეს აღარაა საჭირო, ივანიშვილს პუტინის კატეგორიული მოთხოვნა ძალიან აჩქარებს და საკმარისია მსხვერპლად მონიშნულის წულუკიანის ჩეკისტურ კომისიაში დაბარება და მის მიერ ამ კომისიის არ ცნობის ნიშნად იქ მოსვლაზე უარის თქმა და გირაოს არ გადახდა, რომ საჭირ აღარაა თუნდაც სრულიად ყალბი ბრალდება, საკმარისია თავად ამ კომისიის შესახებ პოზიციის გამოხატვა, რომ უკვე დასაჭერთა სია წინასწარ გამოცხადებული დაჭერის ზუსტი გრაფიკით და მორიგი პოლიტპატიმრით მზადაა!
ის, რაც გუშინ ზურა ჯაფარიძის (ადრე ოქრუაშვილის) მიმართ მოხდა, ამის დასახასიათებლად ისეთი სიტყვების გამოყენება როგორიცაა “აღმაშფოთებელი და უკანონო ” უფერულიც კია! აღარ ვიცი, რა ვთქვა!” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან