ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამარ ჩუგოშვილი: ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს

"ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს.
ქართული ოცნების დეპუტატებს, განსაკუთრებით, ყოფილ კოლეგებს მინდა მოგმართოთ. ვეტოს დაძლევა გამოიწვევს ქვეყნის იზოლირებას დასავლური სამყაროსგან და ამასთან კატასტროფულ ეკონომიკურ შედეგებს დროთა განმავლობაში. არც ის მახარებს, რომ თქვენ და თქვენს ოჯახებს პერსონალურ ფინანსურ სანქციებს მოგიტანთ.
თქვენ ახლა გეუბნებიან, რომ არაფერი გემუქრებათ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება. ეს ტყუილია, მეგობრებო, ისეთივე ტყუილია, როგორი ტყუილიც იყო “მაჟორიტარების აჯანყება” 2019 წელს.
ახლა ქვეყნის ბედიც და თქვენი პირადი მომავალიც მხოლოდ თქვენს ხელთაა. სადეპუტატო მანდატი და უფლება, გადაწყვიტო, ხელს მწვანე ღილაკს დააჭერ თუ წითელს, დიდი ძალაა. დაიჯერეთ ეს და ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა," - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩუგოშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.