თამარ ჩიბურდანიძე ცესკოში მომხდარ ფაქტზე: თუკი დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას. დაიღალა საზოგადოება ამ პოლიტიკური კრიმინალებით

თამარ ჩიბურდანიძე ცესკოში მომხდარ ფაქტზე: თუკი დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას. დაიღალა საზოგადოება ამ პოლიტიკური კრიმინალებით
„ქართველ ხალხს რა ვუთხარი, რომ არ მისცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელისუფლებას, რათა დაესრულებინათ ეს ფულზე გაყიდული ოპოზიცია,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც ცესკოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
მისივე თქმით, ცესკოში განვითარებული მოვლენების შემდეგ თუ დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას. „ის, რაც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოხდა, არავის გაჰკვირვებია და სწორედ ეს არის უბედურება. უკვე მიეჩვია საზოგადოება ოპოზიციის უსინდისო და უღირსს ქმედებებს.
რამდენი წელია ამ პოლიტიკურ შიზოფრენიას ვუყურებთ, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ქართველ ხალხს რა ვუთხარი, რომ არ მისცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელისუფლებას, რათა დაესრულებინათ ეს ფულზე გაყიდული ოპოზიცია. რადგან მათ აღვირახსნილ ქმედებას ბოლო არ უჩანს, აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი პასუხი გაეცეს ყველაფერს. თუკი დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას. დაიღალა საზოგადოება ამ პოლიტიკური კრიმინალებით. მსგავსი პოლიტიკური შოუს მნახველი კიდევ გავხდებით ამ დღეებში, მაგრამ ეს იქნება სწორედ მათი მოღვაწეობის დასასრული,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას