არქივი20 ივლისი, 2025, 20:34
თამარ ჩერგოლეიშვილი: სიცხადე მნიშვნელოვანია

,,ფედერალისტების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
,,ლელოს და პროტესტის გზები, ჩემი დაკვირვებით (შემისწორეთ თუ ვცდები), გაყოფილია იქამდე, სანამ ლელო რეჟიმის თანამზრახველობაზე ოქტომბრის სპეცოპერაციაში უარს იტყვის.
რამხელა პოსტებიც არ უნდა წეროს ირაკლი კუპრაძემ პროტესტის ამოცანების ერთგულებაზე – ერთგულება საქმით მტკიცდება.
თუმცა, მივესალმები იმის აღნიშვნას, რომ გუშინდელ აქციასთან ლელო არაფერ შუაშია.
სიცხადე მნიშვნელოვანია.“
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.