თამარ ჩერგოლეიშვილი საერთოდ არ მაინტერესებს – ხაბეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი არ მაინტერესებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კითხვა ეხებოდა თამარ ჩერგოლეიშვილის გუშინდელ ფეისბუქპოსტსა და მასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას.
„თქვენ მიერ ხსენებული ადამიანი საერთოდ არ მაინტერესებს, ჩემმა კოლეგებმა თუ რაიმე განცხადება გააკეთეს, მიიღეთ მათი პოზიციები, საჯაროა ეს და არავის დაუმალავს. მე ეს ადამიანი არ მაინტერესებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ რვა ოპოზიციურ პარტიას მიმართა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, მიიღონ გადაწყვეტილება „ფედერალისტების“ ლიდერთან, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. საუბარია „ფეისბუქზე“ კომენტარებში ჩერგოლეიშვილის მიერ ბავშვების ფოტოების გამოყენებაზე. აღნიშნულ პოსტთან დაკავშირებით თავად ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა. ამასთან, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავას განცხადებას და აღნიშნა: „გაუგებარია, რას ემსახურება ბოკუჩავას მუქარა, „ნაცმოძრაობა“ დე ფაქტო ისედაც გასული იყო „რვიანიდან“, ყველა წარმატებული ღონისძიების შემდეგ შარზე იყო და წიხლებს იქნევდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ