ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამარ ჩერგოლეიშვილი: “მე მიშას და გიგას ეგოების ბრძოლაში არ ჩავერევი” - ეს მომწერა გვარამიამ, როდესაც ...

"“მე მიშას და გიგას ეგოების ბრძოლაში არ ჩავერევი” - ეს მომწერა გვარამიამ, როდესაც განგაში მქონდა რომ სააკაშვილი თვითდესტრუქციულია, თავს იღუპავს, პარტიასაც ღუპავს და ოპოზიციის შანსებსაც.
ამ საუბრის შემდეგ, “არ ჩაერია” და
7 წლის განმავლობაში ჭკუიდან გადასულ კაცს ღმერთად აცხადებდა, ხოლო დედამიწას - ბრტყლად, რომ იმას სამსახურიდან არ გაეგდო და ამას ბევრი მაღალქუსლებიანი ძვირფასი ბოტასი ეყიდა.
იმის თქმა მინდა, რომ კანონზომიერია რაც ახლა ხდება.
თავისუფლების დაცვა ღირსებებით შემკულ ადამიანებს შეუძლიათ, ხოლო ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ბოლშევიკური რეპრესიების შედეგად, ჭკუისგან დაცლილია და უნახავი, ხარბი, უპრინციპო, უხედვო ეგომანიაკებითაა სავსე," - წერს სოციალურ ქსელში წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.