თამარ ჩერგოლეიშვილი: მეგობრებო, პროტესტის სახელით შეერთებულ შტატებში საუბრის ლეგიტიმაცია აქვს პრეზიდენტს

“მეგობრებო, პროტესტის სახელით შეერთებულ შტატებში საუბრის ლეგიტიმაცია აქვს პრეზიდენტს.
პოლიტიკური ლიდერშიფის კრიზისმა, რისი მთავარი განმაპირობებელიც არის ოლიგარქიულ/პარტიული ტელემედია, იმხელა გაუცხოება მოიტანა ხალხსა და პარტიებს შორის, რომ არცერთ პარტიას არ შეუძლია თავისი ამომრჩევლის სახელით საუბარიც კი (მაგ. ლელო ვერ ილაპარაკებს ჩვენი ამომრჩევლის სახელით, რომელმაც იძულებით მისცა ხმა).
გადარეცხილია ხალხის მიერ პოლიტიკური კლასი.
ერთადერთი, ვისაც ლეგიტიმაცია აქვს არის პრეზიდენტი.
ამიტომ, სრულიად ბუნებრივია ჩვენი მხრიდან სურვილი, რომ სადაც შესაძლებლობა გვაქვს – ჩვენ
უკან გავიწიოთ და ასპარეზი მას დავუთმოთ იქამდე, სანამ მახინჯ სისტემას ჩამოვანგრევთ და ამომრჩევლის ლეგიტიმაციას
მივიღებთ, რომ მათი სახელით ვისაუბროთ.
ასე უნდა იქცეოდეს ყველა – მაგრამ ქვემოთ ლელოს გაშუქებას დავდებ და მიხვდებით რატომ ვანგრევ კორუმპირებულ პოლიტიკურ სისტემას,” – წერს ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს