პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამარ ჩერგოლეიშვილი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დღეს გამოიკითხება

თამარ ჩერგოლეიშვილი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დღეს გამოიკითხება

მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება დღეს თამარ ჩერგოლეიშვილი. “ფედერალისტების” ერთ-ერთ ლიდერს საქალაქო სასამართლოში 12:30 ელოდებიან.
დაბარების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად პოლიტიკოსი ავრცელებს.
ჩერგოლეიშვილის გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ, ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, მისსავე განცხადებას უკავშირდება.
ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მან თქვა, რომ 4 ოქტომბრის სცენარს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში განიხილავდნენ და პროცესში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.