თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძე და გუბაზ სანიკიძე მიმოიხილავენ ვარდების რევოლუციას სააკაშვილის არხებზე, ორი ჰომოფობი და ქსენოფობი

: გიორგი თარგამაძე და მიმოიხილავენ ს სააკაშვილის არხებზე, ორი ჰომოფობი და ქსენოფობი
„ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 23 ნოემბერს გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ გუბაზ სანიკიძის სტუმრობას ეხმიანება, რომლებიც „ვარდების რევოლუციაზე“ საუბრობენ.
ჩერგოლეიშვილი „ფორმულას“ სააკაშვილის არხად მოიხსენიებს და წერს, რომ ეს არის იმის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება იმის, რომ სააკაშვილი იმ მონსტრადაა ქცეული, რომელიც „ვარდების რევოლუციამ“ დაამარცხა.
„ლოგიკურია, რომ გიორგი თარგამაძე და გუბაზ სანიკიძე მიმოიხილავენ „ვარდების რევოლუციას“ „სააკაშვილის არხებზე“.
„ვარდების რევოლუციის“ ორი იდეოლოგიური მტერი – ასლან აბაშიძის და ბადრი პატარკაციშვილის ორი მოკავშირე, ორი ჰომოფობი, ქსენოფობი, ორი „ანტი-ვარდების“ რევოლუცია…
ეს არის იმის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება, რომ სააკაშვილი იმ „მონსტრადაა“ ქცეული, რომელიც „ვარდების რევოლუციამ“ დაამარცხა. „უკბილო მონსტრად“.
და ისიც ლოგიკურია, რომ თუ „ვარდების რევოლუციის“ იდეის ბოლომდე მიყვანა გვსურს, ეს „უკბილო მონსტრი“ თავისი კასირიანად, უნდა „ჩაირეცხოს“”. – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგის სასამართლომ დადასტურდა, რაოდენ საჭიროა „უცხოური გავლენის გამჭვირვალების“ კანონის მიღება, რომ ხალხმა იცოდეს ვინ აფინანსებს ამ ცილისმწამებლურ კამპანიებს, იქნება ეს „ფრი მიშა“, „არა რუსულ კანონს“, თუ რომელიმე სხვა

გიორგი ვაშაძე მუქარის შესახებ პრემიერის განცხადებაზე – საზოგადოებას ვერ უმალავენ გენერალური პროკურორის ფაქტობრივად გამიჯვნის საკითხს, რომელიც გაემიჯნა „რუსულ კანონს“ და ამიტომ შემოაგდო ეს თემა