ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამარ ჩერგოლეიშვილი - არაღიარების კამპანიის ფარგლებში ჩვენი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც - რაც ჩვენ გვაზიანებს, იმას ჩვენ დავაზიანებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი - არაღიარების კამპანიის ფარგლებში ჩვენი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც - რაც ჩვენ გვაზიანებს, იმას ჩვენ დავაზიანებთ

„ფედერალისტების“ სახელით გიცხადებთ, რომ არაღიარების კამპანიის ფარგლებში ჩვენი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც - რაც ჩვენ გვაზიანებს - იმას ჩვენ დავაზიანებთ,- ასე ეხმაურება „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
აღნიშნულს ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„ფედერალისტების“ სახელით გიცხადებთ, რომ არაღიარების კამპანიის ფარგლებში ჩვენი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც.
ჩვენს ამომრჩეველს ინტელექტუალურ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ.
რეჟიმის ნორმალიზაცია მის მიერ დანიშნული არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებით - არასწორია და ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.
რაც არასწორია - ის სამიზნეა. რაც ჩვენ გვაზიანებს - იმას ჩვენ დავაზიანებთ“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.