თამარ ჩერგოლეიშვილი: ამოცანა არის ის, რომ დავიცვათ პროტესტი, იმიტომ, რომ პროტესტი ქმნის კრიზისის განცდას ამ ქვეყანაში

“ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან, ამით ქვეყანაში კრიზისის განცდა იქმნება.
“ერთადერთი პროპორციული ძალა, რაც ჩვენ შეიძლება რეჟიმის ცვლილებამდე მათ წინააღმდეგ გამოვიყენოთ, არის ჩვენი პარტნიორების დახმარება, რომ მათ დაუწესდეთ როგორც სავიზო შეზღუდვები, ისე ფინანსური შეზღუდვები. და ამოცანა არის ის, რომ დავიცვათ პროტესტი, იმიტომ, რომ პროტესტი არის ის, რაც ქმნის კრიზისის განცდას ამ ქვეყანაში და პროტესტი უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ დემოკრატიულ ცვლილებებს მივაღწიოთ.” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, პარტიამ ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს იმ თანამდებობის პირთა სია გადასცა, ვინც ხელისუფლების უკანონო დავალებებს ასრულებს და სისტემატურად არღვევს მოქალაქეების უფლებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე