ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამარ კორძაია საჯარო მოხელეებს - მიეცით ხმა ისეთ მომავალს, სადაც არ მოგთხოვენ იმუშაოთ პოლიტიკური პარტიებისთვის

თამარ კორძაია საჯარო მოხელეებს - მიეცით ხმა ისეთ მომავალს, სადაც არ მოგთხოვენ იმუშაოთ პოლიტიკური პარტიებისთვის

მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, მიეცით ხმა ისეთ მომავალს, სადაც არ მოგთხოვენ იმუშაოთ პოლიტიკური პარტიებისთვის. მჯერა, რომ თქვენ ხვალ ამას გააკეთებთ და ხმას მისცემთ ქვეყნის ევროპულ მომავალს, - აცხადებს “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, თამარ კორძაია.
კორძაია იმედოვნებს, რომ საჯარო მოხელეები ხვალ საკუთარ თავისუფლებასა და ქვეყნის კეთილდღეობას მისცემენ ხმას.
“მინდა, მოვუწოდო საჯარო მოხელეებს, ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს და თითოეულ მათგანს დღეს რომ სთხოვენ, იმუშაონ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, ეს იქნება სკოლის მასწავლებელი, ბაღის მასწავლებელი, პოლიციელი თუ ა.შ. არცერთი მათგანი არ იმსახურებს იმას, რომ რომელიმე ხელისუფლება აძალებდეს პოლიტიკური პარტიის სამსახურში ყოფნას და ამიტომ მათ მოვუწოდებ, გაბედონ, ხმა მისცენ ისეთ მომავალს, სადაც დასრულდება პოლიტიკური ძალადობა საჯარო მოხელეებზე. მათ ეს შეუძლიათ და მე მჯერა, რომ ისინი ხვალ ამას გააკეთებენ და საკუთარ თავისუფლებას, ქვეყნის კეთილდღეობას მისცემენ ხმას”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.