თამარ კორძაია – საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ევროპული კურსი შეინარჩუნოს – თუ ეს ასე არ მოხდება, ევროკავშირის კარი გაურკვეველი ვადით დაგვეხურება

საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც დღეს შეუძლია ქვეყნის ევროპული კურსი შეინარჩუნოს, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის მიღებით ქვეყანა საერთაშორისო ხელშეკრულებებს არღვევს.
„ჩვენ, პარლამენტის წევრები, როგორც კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები, ამ სარჩელით მივიჩნევთ, რომ ვასრულებთ ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც 78-ე მუხლმა დაგვიწესა. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც დღეს შეუძლია ქვეყნის ევროპული კურსი შეინარჩუნოს. თუ ეს ასე არ მოხდება, უბრალოდ, ჩვენ დაგვეხურება ევროკავშირის კარი, გაურკვეველი ვადით.
ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობა და ამ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობა, უბრალოდ გამორიცხულია ფუნდამენტური უფლებების დარღვევის პირობებში. ჩვენ, კონსტიტუციურ ორგანოებს 78-ე მუხლი გვავალდებულებს ყველა ზომა მივიღოთ იმისთვის, რომ გავხდეთ [ევროკავშირის] წევრი. წევრობა ხდება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების გზით. ამ კანონის მიღებით, ჩვენ ვარღვევთ საერთაშორისო ხელშეკრულებებს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”