ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამარ კორძაია - „რუსული კანონის“ პირობებში, საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პერსპექტივა არ აქვს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს

თამარ კორძაია - „რუსული კანონის“ პირობებში, საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პერსპექტივა არ აქვს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს

„რუსული კანონის“ პირობებში, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პერსპექტივა არ აქვს, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს არჩევების შედეგები და შემდეგ გააუქმოს ყველა ის კანონი, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას ხელს უშლის.
„ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი ხაზს უსვამს სამართლიან და გამჭვირვალე პირობებში არჩევნების ჩატარებას. მთავარი ნიშნული არის არჩევნების დღე და არჩევნების შედეგების აღიარება ხელისუფლების მხრიდან. ამ პირობებში, რაც არ უნდა კარგი შედეგით დამთავრდეს საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის არჩევნები, ერთი რამ ცალსახაა, „რუსული კანონის“ პირობებში, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პერსპექტივა არ აქვს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ეს არჩევები, რადგან სხვა გზა არ ექნება და შემდეგ უკვე უნდა გააუქმოს ყველა ის კანონი, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას ხელს უშლის“,- განაცხადა კორძაიამ.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია და გაიხსნება თუ არა, უცნობია.
კორძაია აღნიშნავს, რომ თუ „ქართული ოცნება“ გონს არ მოეგება, სხვა ტიპის სანქციები იქნება.
„რაც შეეხება აშშ-ს, იქაც პირდაპირ არ საუბრობენ, რა სახის სანქციები იქნება გამოყენებული, მაგრამ დამერწმუნეთ, თუ გონს არ მოეგებიან „ქართულ ოცნებაში“, აუცილებლად სხვა ტიპის სანქციები იქნება“,- განაცხადა კორძაიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.