თამარ კორძაია – პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს მეტი საჯაროობა მოუწევს – ივანიშვილს შეუძლია ამ სტატუსით ისევე დამალულად იცხოვროს, როგორც აქამდე ცხოვრობდა

პოლიტიკური პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა იმას არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს მეტი საჯაროობა მოუწევს – ივანიშვილს შეუძლია ამ სტატუსით ისევე დამალულად იცხოვროს, როგორც აქამდე ცხოვრობდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განუცხადა.
კორძაიას თქმით, ვითარება მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როცა ივანიშვილი რომელიმე საჯარო თანამდებობის დაკავებას დათანხმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საჯაროდ გამოსვლა მოუწევს.
პოლიტიკაში პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნდა. ეს პრაქტიკულად, არაფერს ცვლის, რადგან კარგად ვიცით, რომ ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდა და ეს ძალაუფლება დღესაც აქვს.
მას შეუძლია პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით ისევე დამალულად იცხოვროს, როგორც აქამდე ცხოვრობდა. თუ ის საჯაროდ გამოვა და რომელიმე საჯარო თანამდებობას დაიკავებს, ეს საზოგადოებისთვის მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება, რადგან იძულებული იქნება უფრო ღია გახდეს საზოგადოებისთვის, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მის მზაობას და შემართებას, იყოს ღია. აშკარად ურჩევნია იყოს ჩრდილში და კულუარულად მართოს პარტია, რომელიც ვერაფერში წინააღმდეგობას ვერ უწევს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ