თამარ კორძაია – მივდივარ პოლიტიკიდან

თამარ კორძაია პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
კორძაიას თქმით, გადაწყვეტილება რთულია და იცის, რომ არაერთგვაროვანი შეფასება მოყვება, თუმცა გასაგებია.
“მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ – მივდივარ პოლიტიკიდან.
2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ – არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოყვება, ესეც გასაგებია.
ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებროლ ადამიანად”, – წერს კორძაია “ფეისბუქზე”.
თამარ კორძაია 2024 წლის 26 ოქტობრის საპარლამენტო არჩევნებზე “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” სიით იყრიდა კენჭს.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 მანდატი მოიპოვა. თამარ კორძაიას, ისევე როგორც გაერთიანების დანარჩენ წევრებს, პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატი შეუწყდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბურჯანაძე ევროსასამართლოში საქმის განხილვაზე – დარწმუნებულები ვართ, ამ ბრძოლას გამარჯვებით დავასრულებთ და მოვახერხებთ ჩვენი საქმიანობის ძველებურად გაგრძელებას ადამიანის უფლებების დასაცავად საქართველოში

პუტინი – აუცილებლად გავუმკლავდებით ჩვენ წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას, მათ შორის ტერორისტულ თავდასხმებს – რუსეთი ან ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება, ან საერთოდ აღარ იარსებებს